• produqti-702x336
  • ნურასოდეს წახვალთ საყიდლებზე მშიერი კუჭით! მშიერი ადამიანი გაცილებით მეტს ყიდულობს, ვიდრე სინამდვილეში სჭირდება და ნებისმიერი ფასდაკლებით იხიბლება, ამიტომ ჯერ მიირთვით!
  • გამყიდველს გამოსაჩენ თაროებზე ისეთი პროდუქტი უწყვია, რომლებისგანაც მეტ მოგებას ნახულობს, ამიტომ ის პროდუქცის მოითხოვეთ, რომელიც ძალიან მაღლა ან ძალიან დაბლა აწყვია. ასეთი პროდუქტი უფრო იაფი და უკეთესია.
  • ყურადღება მიაქციათ გარეგნულ იერს. ხილი და ბოსტნეული მადისაღმძვრელად უნდა გამოიყურებოდეს. რაც უფრო ქორფაა ბოსტნეული, მით ნაკლები დანაკარგი აქვს და მომზადებაც უფრო ადვილია.
  • ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის წარმომავლობას! არის ისეთი ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ იყენებ ძალიან ბევრ ან სულაც აკრძალულ ქიმიკატებს, ამიტომ იქაური პროდუქტი უვარგისია.
  • ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის შენახვის ვადას. ისეთი პროდუქტიც კი, როგორიცაა ცერცვი ან ლობიო, რომელიც დიდხანს ძლებს, გარკვეული ვადის შემდგომ კვებით ღირებულებას კარგავს. შედარებით ძველი ცერცვის და ლობიოს მოხარშვას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

ასევე მნიშვნელოვანია როგორ და სად შევინახავთ არჩეულ და ნაყიდ პროდუქტს:

  • ზედმეტი სინათლე და სითბო საკვები პროდუქტის გაფუჭების პროცესს აჩქარებს, ამიტომ ისინი სწორად უნდა შეინახოთ.
  • ხილი და ბოსტნეული პლასტიკის ჩანთებიდან მოტანისთანავე ამოიღეთ. ბოსტნეული კარგად ინახება მაცივრის შესაბამის განყოფილებაში ან სარდაფში.
  • ძეხვი, ხორცი და თევზი პერგამენტის ქაღალდში შეახვიეთ და მაცივარში შედეთ. არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებსაც მაცივარი არ სჭირდება, კარადებში შეაწყვეთ. გაითვალისწინეთ, ისინი მშრალად და გრილად უნდა ინახებოდეს, უმჯობესია საკუჭნაოში ან სარდაფში.
  • სამზარეულოში მხოლოდ ის პროდუქტები შეინახეთ, რომლებიც დიდხანს ინახება, იოლად არ ფუჭდება და თანაც ხშირად გჭირდებათ. სურსათს მაღალ კარადებში ნუ შეაწყობთ, ჰაერის თბილი მასები ქვემოდან ზემოთ მოძრაობს, ნურც გაზქურასთან და გათბობასთან ახლოს შეინახავთ.
  • როგორც ზემოთ ავღნიშნე, პროდუქტების შენახვის ვადა ძალიან საყურადღებოა. იგი ყველა პროდუქტზე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული.
  • რაც შეეხება ხორცს, თევზს და სხვა მალფუჭებად პროდუქტს, აქ მეტი სიფხიზლეა საჭირო. პროდუქტის გაფუჭების ნიშნებია: ფერის შეცვლა, არასასიამოვნო სუნი და ნადები.
  • თუკი კონსერვის ქილის ზედაპირი ამობურცულია, ან გახსნისას შიშინის ხმა ისმის, შიგთავსი საკვებად უვარგისია!